თუ თქვენ, რამდენადმე მაინც ადევნებთ თვალ-ყურს ტექნოლოგიებისა და მობილური მოწყობილობების სიახლეებს აუცილებლად შეამჩნევდით Apple-ისა და iOS 7-ის გარშემო ატეხილ ხმაურს. კუპერტინომ წარმოადგინა სრულიად ახალი და სრულიად შეცვლილი დიზაინი iOS 7-ში ყველა მათი მოწყობილობისათვის და უფრო მეტიც. არის უამრავი პოსტი სადაც Android-ისა და iOS-ის შედარება კეთდება და არის საუბარი იმაზე თუ რა დააკოპირა Apple-მა მისი უმთავრესი კონკურენტისგან, რაც მე მომწონს და მივესალმები ჯანმრთელ შეჯიბრს.
გუშინდელი მიმართვის დროს ტიმ კუკმა განაცხადა რომ ეს არის ყველაზე დიდი ცვლიება მას შემდეგ რაც გამოვიდა პირველი iPhone და ძნელია არ დავეთანხმო. მათი საოპერაციო სისტემა უნიკალური და ფენომენალური იყო, როცა ის 2007 წელს წარმოადგინეს პირველად, მაგრამ ყოველ ჯერზე ის მცირე განახლებას და დამატებებს განიცდიდა დღემდე. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის მოულოდნელი ცვლილება მათ არ განუხორციელებიათ და ზოგიერთი მათგანით უკვე ვსარგებლობდი Android-ზე წლების განმავლობაში.
ძალიან ბევრი სტატია დაიწერა იმის შესახებ, რომ iOS 7-მა Apple-ის მოწყობილობების Android-ად აქცია და ასე შემდეგ, რაც ერთმხრივ მართალიცაა, რადგან უამრავი ფუნქცია მათ საერთო აქვს. მთავარი ამაში მხოლოდ ის არის, რომ არავის არ აინტერესებს ეს მსგავსებები და კოპირება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს Apple-ია და ამით ყველაფერია ნათქვანი. მე შემიძლია თამამად ვთქვა რომ კოპირება იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად კარგი და წარმატებულია Android დღეს და მე ეს მსიამოვნებს.
ასევე გაისმა მოსაზრებაც, რომ iOS 7 გამოიყურება, როგორც პოპულარული Android-ზე დაფუძნებული რომი MIUI, ლამაზი პატარა ფერების პალიტრით. განახლდა მთელი ინტერფეისი რომელიც უმთავრესად შრიფტის ცვლილებამ გარდაქმნა, როგორც Android 4.0 Ice Cream Sandwich-ში შემოვიდა ახალი Holo UI ნათელი ფერებით და შრიფტი Roboto. ახალი Command Center არაფერია გარდა Quick Settings-პანელისა, რომელიც Android 4.1 ვერსიიდან არის უკვე ცნობილი, დაბლოკილ ეკრანზე შეტყობინებები და მალსახმობები ნამდვილად არ არის სიახლე Android-ზე, Safari და მისი “ბარათები” უკვე არის Chrome-ში და მრავალამოცანიანობა ისევე გამოიყურება, როგორც HTC Sense-ში. მე არ მაკვირვებს ამდენი მსგავსება Android-თან და მაინც ვთვლი, რომ ამ სისიტემების შედარება ცოტა უაზრობადაც მიმაჩნია და თქვენც დამეთანხებით, რადგანაცე მე ვიცი თუ რა მომწონს და ეს არის Android.
ნასესხებია ასევე გვერდზე-გამოსაწევი ნავიგაციის პანელები, რომელიც ნოვაციის სახით იქნა წარმოდგენილი გუშინწინ. და როგორც იქნა iOS-ში გვაქვს ავტომატური აპლიკაციების განახლებები, არც ვიცოდი, რომ მანამდე ეს არ ქონდათ, რადგანაც დიდი ხანია iOS-ით არ ვსარგებლობ. უკვე დიდი ხანია მსგავსი ფუნქციონალით გვანებივრებს Android პლატფორმა, ამიტომაც არც ამ საკითხში შემედავება ვინმე. ასევე ნუ დაგავიწყდებათ, რომ Samsung-მა ძალიან ბევრი ისესხა Apple-გან და მათი სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინი TouchWiz-ის პირველ ვერსიებში გადმოტანილია კონკურენტების ნამუშევრებიდან.
დღეს ყველა ერთმანეთისგან იღებს მაგალითს და საბოლოოდ შეჯიბრი ძალიან მძლავრად იგრძნობა, იმარჯვებს ის ვინც ყველაზე გულდასმით მუშაობს. მე ვფიქრობ, რომ Android 4.3 იქნება მორიგი Jelly Bean არ იქნება დიდი ცვლილებების მომტანი და Android 4.5 ან 5.0 Key Lime Pie (რომელიც იმედია წლის ბოლოსკენ გამოჩნდება) განაახლებს დიზაინს და მოიტანს ახალ ფუნქციონალს, რომელიც კიდევ ექვსი წელი არ იქნება iOS-ში განხორციელებული :-).
Android-ის განახლების ციკლი უფრო სწრაფია, უფრო აგრესიული და ჩვენ ვერ დაველოდებით ორივე მხარეს თუ რას აპირებენ მომავალში. ჩვენ გვინდა განვითარება და ახალი ფუნქციები და ჩვენ ვართ ანდროიდების არმია.
No comments:
Post a Comment