Labels - კატეგორია

22.11.13

მატარებლები დღეს და ხვალ


დღესდღეობით მსოლიოს უმეტეს ნაწილში ხშირად ნახავთ ელექტრომატარებლებს,რომელთა ძრავა ენერგიას იღებს ზემოდან-ელექტროგადამცემი ხაზებისგან ან ქვემოდან-საკონტაქტო რელსიდან.არსებობს ელექტროძრავაზე მომუშავე ე.წ. მონორელსიანი მატარებელი,მისი გვერდები “გადმოკეცილია” ერთ ფართო რელსზე,რომლის ქვედა კიდეების გასწვივაც მოძრაობს მატარებლის რეზინისსაბურავიანი ბორბლები.ბევრ დიდ ქალაქში ადამიანები ქუჩების თავზე გაყვანილ მონორელსიან გზებზე მოძრავი მატარებლით მგზავრობენ.ერთ-ერთ ულტრათანამედროვე მატარებელს რომელიც ბორბლებით აღარ გადაადგილდება,მაგლევი ( მაგნიტური ლევიტაცია ) მატარებელი ეწოდება.
მონორელსიანი გზა

1988 წელს გაიხსნა სიდნეის მონორელსიანი რკინიგზა,რომელსაც მგზავრები ქალაქის ქუჩების თავზე დაახლოებით 32კმ/სტ სიჩქარით გადაჰყავს.
ბორბლების გარეშე (მაგნიტური ლევიტაცია)

სწრაფად მოძრავი მაგლევი მატარებელი თითქოს მისრიალებს მის ქვეშ მდებარე რელსების გასწვრივ.მატარებლის კორპუსის თითოეულ მხარეს მიმაგრებულია მძლავრი მაგნიტები რომელთა საშუალებითაც მატარებელი მაღლა იწევს და არ ირყევა დიდი სიჩქარით მოძრაობისას.

უსწაფესი მატარებელი

შანხაის აეროპორტისა და ქალაქის ცენტრს შორის მოძრავი მაგლევი მატარებელი უდიდეს სიჩქარეს თითქმის 431 კმ/სთ-ს ავითარებს.

No comments:

Post a Comment