Labels - კატეგორია

22.11.13

როგორ იქმნება ბიო რობოტი

ძალიან მალე ორგანოთა დონორი ადამიანი წარსულს ჩაბარდება. შემცვლელად უკვე იქმნება ხელოვნური გული, თირკმელები, ძვლები, კანი…
ძვლები
ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ იაპონლმა მეცნიერებმა ისწავლეს ხელოვნური ძვლების დამზადება. პროცესი გამოიყურება, როგორც ფანტასტიკურ ფილმ ,,მეხუთე ელემენტში”სადაც მოქნილი მანიპულატორები ფაქტიურად მოლეკულებისგან აგროვებენ მშვენიერი უცხოპლანეტელის სხეულს. იაპონელებს მანიპულატორის და კამერის ნაცვლად აქვთ პრინტერის მსგავსი მოწყობილობა, რომელიც ჩვეულებრივისგან გამოირჩევა იმით, რომ აქვს ბეჭდვის სამგანომილებიანი სივრცე. რამდენიმე საათში აპარატი ამზადებს ნებისმიერ ძვალს, იღებს ფენა ფენა კალციუმის ფოსფატს და გამამკვრივებელს, რომელიც შესდგება 80% გამოხდილი წყლისგან. ეს შემადგენლობა შეესაბამება ადამიანის ძვლებს და აქვს უნარი რეგენერაციის. მას შემდეგ, რაც ახალი ძვალი დამაგრდება, ადამიანის სხეული ნელ ნელა შეცვლის ხელოვნურ ქსოვილს და აქცევს ნამდვილად.
აღდგენილი მხედველობა
არც ისე დიდი ხნის წინ, ისევ იაპონელებმა შეიმუშავეს თვალის ხელოვნური ბადურა, რომელიც წარმოდგენილია ალუმინის მატრიცით და სილიკონის ნახევარგამტარი ელემენტებით. პრინციპში ხელოვნური ბადურის მოქმედება წააგავს ნამდვილს, როდესაც ხვდბა მზის ინათლე ნახევარგამტარი წარმოქმნის ელექტრულ ძაბვას. მიღებული სიგნალი მიეწოდება ტვინს, სადაც წარმოიქმნება უკვე სურათების სახით. ჯერ ადეარა იმის თქმა, რომ ეს გამოგონება ბრმებს აღუდგენს ასპროცენტიან მხედველობას, მაგრამ იმპლანტაციის შემდეგ უსინათლო ადამიანი იწყებს უკვე საგნების გარჩევას ახლო მანძილიდან.
კუნთები და კანი
სპეციალისტებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ლოს-ანჯელესში შეძლეს შეექმნათ ნახშირბადის ნანომილისგან ხელოვნური კუნთები.
შეუძლია არამარტო თვითაღდგენა არამედ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას.
ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური კანი. მასალას დამატებული აქვს ყველა კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედბას და განახლებას.ხელოვნური კანი ძალიან მარტივია გამოსაყენებლად, შეიძლება დაიჭრას ნებისმიერ ფორმაზე და ჩამაგრდეს დაზიანებულ ადგილას. საინტერესო იასაა, რომ ეს კანი ორგანიზმს შეეზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ნამდვილი და არ ტოვებს შრამს.
მისი სახელია რესქსი
ბრიტანელმა ინჟინრებმა შეაგროვეს ყველა ეს სიახლე და შექმნეს ბიორობოტი…
რობოტი სახელად რექსი ღირს მილიონი დოლარი, შექმნილია ბიომატერიისაგან და ვარგისია იმისთვის, რომ შეცვალოს ადამიანის ორგანოები . მისი ხელოვნური გული ტუმბავს არანამდვილ სისხლს არტერიებით და ვენებით. რექსის ხმოვანი სინთეზატორი გამოიყენება საუბრის შესანარჩუნებლად. ფოტორეცეპტორი მოთავსებულია ხელოვნური თვალის ბადურაში, რომელიც შეისწავლის თანამოსაუბრეს.
ბრიტანელი მეცნიერების ქმნილება გვიჩვენებს, რომ ერთი მესამედი ადამიანის ორგანოების შეიძლება შეიცვალოს ხელოვნურით. ხელოვნური ადამიანი მალე შეიძლება გაჩნდეს ჩვენს რეალობაში, რაზეც უკვე დიდი ხანია მიდის მუშაობა.

იხილეთ ვიდეო ბმულზე :
http://www.youtube.com/watch?v=QT4vuqIJago

No comments:

Post a Comment