Labels - კატეგორია

22.11.13

“ზონა 51″ – ცსს-მ იდუმალი ბაზის არსებობა აღიარა

ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა ოფიციალურად აღიარა საიდუმლო ობიექტის არსებობა, ოღონდ მისი დანიშნულებისა და დღევანდელი გამოყენების დეტალები კვლავ გასაიდუმლოებულია.ინფორმაცია იდუმალებით მოცულ სამხედრო ბაზაზე, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია მწერალ-ფანტასტთა, კინემატოგრაფთა და უფოლოგთა შთაგონების წყაროს წარმოადგენს, ამასწინათ გამოჩნდა გამჟღანვებულ დოკუმენტებს შიორის, რომლებიც მზვერავ-თვითმფრინავ U-2-ის შექმნას უკავშირდებოდა. 
 
იქვე განმარტებულია მისი კავშირი ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან და კოსმიურ უცხოპლანეტელებთან.
 
დოკუმენტებში, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტმა მიიღო, ლპარაკია 1955 წელს ნევადაში მიწის ნაკვეთის შეძენაზე, საიდუმლო თვითმფრინავის გამოსაცდელად.
 
დამშრალი ტბის გრუმ-ლეიკის უდაბნო პოლიგონთან უშუალო სიახლოვის გამო აირჩიეს, სადაც ბირთვული ცდები ტარდებოდა.
 
“თვითმფრინავი U-2 მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, – განაცხადა ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში კრის პოკოკმა, რომელიც ცნობილი თვითმფრინავის ისტორიას სწავლობს. – ისინი ასაიდუმლოებდნენ ყველაფერს, რაც კი ამ მფრინავ აპარატთან იყო დაკავშირებული”. – თქვა მან.
 
საიდუმლო “ზონა 51″ მდებარეობს ნევადას უდაბნოში დამშრალი ტბის გრუმ-ლეიკის ახლოს.
 
თვითმფრინავი U-2 იქმნებოდა ცივის ომის დროს საბჭოთა კავშირის დასაზვერად. ის დღემდე გამოიყენება აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებში.
 
ცსს-ს საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც დათარიღებულია 1992 წლით და ეძღვნება U-2-ის ისტორიას, ოფიციალურად 1998 წელს გამჟღავნდა, თუმცა ნაწილობრივ.
 
მრავალი რამ, რაც მაშინ იყო დაფარული დღეს გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, რადგან ამასწინათ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ეროვნულმა არქივმა გააკეთა ოფიციალური მოთხოვნა მათ მიღებაზე.
 
U-2-ის გამოასცდელი ადგილი 1955 წელს იქნა არჩეული, იმის შემდეგ, რაც ცსს-მ და სამხედრო საჰაერო ძალებმა ერთობლივად აწარმოეს ამ ადგილის აეროფოტოგადაღება
 
დოკუმენტში მოცემული მონაცემებით, უდაბნოს მონაკვეთის შეძენა თვითმფრინავის გამოსაცდელად პირადად მოიწონა აშშ-ს პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა.
 
თვითმფრინავ-მზვერავის შექმნის ეტაპობრივი განვითარების ისტორიის გარდა გამჟღავნებულ დოკუმენტებში ასევე ლაპარაკია ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა და უცხოპლანეტელებზე, რომელთაც ასევე “ზონა 51″-ს უკავშირებენ.
 
დოკუმენტებში ნათქვამია, რომ 1950-იან წლებში, რაიონის მცხოვრებლებმა, სადაც გამოიცდებოდა თვითმფრინავი U-2, მაღლა აჭრილი თვითმფრინავი (იმ დროისთვის ამ სიმაღლეზე ფრენა არ შეეძლო არც ერთ კომერციულ ავიალაინერს) მიაჩნდათ არამიწიერ მფრინავ ობიექტად. ასე გაჩნდა ლეგენდები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე.
 
“იმ დროს არავის სჯეროდა, რომ პილოტირებულ თვითმფრინავს შეეძლო ეფრინა 18 ათას მეტრზე მაღლა, ამიტომაც, არავინ ელოდა, რომ მფრინავი აპარატი აფრინდებოდა ასე მაღლა”. – განაცხადეს მწერლებმა გრეგორი პედლოუმ და დონალდ ველზენბაჰმა.
 
თავიდან მოთხოვნა მონაცემების მიღებაზე, რომელიც შესული არ იყო გაჟღერებულ დოკუმენტთა სიაში, გაიგზავნა 2005 წელს, მაგრამ პასუხი ეროვნული უსაფრთხოების არქივის მოთხოვნაზე, მხოლოდ ახლა მოვიდა.
 
არქივის თანამშრომელი ჯეფ რიჩარდსონი მიიჩნევს, რომ აღსანიშნავია “ზონა 51″-ის გასაიდუმლოების ესოდენ ხანგრძლივი ვადა, რამეთუ მსოფლიოში ბევრმა დაივიწყა კიდევაც მისი არსებობა. რიჩარდსონის აზრით, ცსს-მ მხოლოდ ახლახან მიიღო ამ საკითხისგან იდუმალების ფარდის მოხსნის გადაწყვეტილება.
 
რიჩარდსონის აზრით, ინფორმაციის გაჟღერების გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო მრავალმა ამერიკულმა სააგენტომ და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ U-2-ის შემუშავების პროგრამაში.

“Nissan Patrol” -საჭის მართვით უკანა ნაწილში


“Nissan Patrol” -საჭის მართვით უკანა ნაწილში…
ამიერიდან, თუ თქვენ გზაზე მოულოდნელად დაინახეთ მანქანა, რომლის წინა სავარძლებზე არ არის არც მძღოლი და არც მგზავრი- ნუ შეგაშფოთებთ !
ეს ავტომობილი „Nissan Patrol“ უეჭველად, გადააკეთეს დუბაის (არაბეთის გაერთიანებული საემიროების) ერთ-ერთ ავტოშეკეთების სერვისში (ОАЭ).
ნახეთ ვიდეო:
შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ უახლოეს მომავალში, დუბაის ავტო-სალონში შექმნან ავტომობილის დიზაინი, რომელსაც ძრავა განლაგებული ექნება უკანა ნაწილში.
ადრეც შექმნეს, მარა არ გაამართლა და ეხლა უფრო თანამედროვე დიზაინით და უახლოესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი…












იხილეთ ვიდეო რგოლი ბმულზე :
http://www.youtube.com/watch?v=JD6nPPbqQog

PlanetSolar : ყველაზე დიდი იახტა რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს

PlanetSolar ეს არის დიდია იახტა , რომელიც მთლიანად მზი ენერგიით იკვებება , ის პირველად 2012 წლის 4 მაისს გავიდა და 584 დღეში 60 000 კმ-ზე მეტი გაიარა.ნამდვილად შესანიშნავი შედეგია.დაათვალიერეთ სურათები
















მატარებლები დღეს და ხვალ


დღესდღეობით მსოლიოს უმეტეს ნაწილში ხშირად ნახავთ ელექტრომატარებლებს,რომელთა ძრავა ენერგიას იღებს ზემოდან-ელექტროგადამცემი ხაზებისგან ან ქვემოდან-საკონტაქტო რელსიდან.არსებობს ელექტროძრავაზე მომუშავე ე.წ. მონორელსიანი მატარებელი,მისი გვერდები “გადმოკეცილია” ერთ ფართო რელსზე,რომლის ქვედა კიდეების გასწვივაც მოძრაობს მატარებლის რეზინისსაბურავიანი ბორბლები.ბევრ დიდ ქალაქში ადამიანები ქუჩების თავზე გაყვანილ მონორელსიან გზებზე მოძრავი მატარებლით მგზავრობენ.ერთ-ერთ ულტრათანამედროვე მატარებელს რომელიც ბორბლებით აღარ გადაადგილდება,მაგლევი ( მაგნიტური ლევიტაცია ) მატარებელი ეწოდება.
მონორელსიანი გზა

1988 წელს გაიხსნა სიდნეის მონორელსიანი რკინიგზა,რომელსაც მგზავრები ქალაქის ქუჩების თავზე დაახლოებით 32კმ/სტ სიჩქარით გადაჰყავს.
ბორბლების გარეშე (მაგნიტური ლევიტაცია)

სწრაფად მოძრავი მაგლევი მატარებელი თითქოს მისრიალებს მის ქვეშ მდებარე რელსების გასწვრივ.მატარებლის კორპუსის თითოეულ მხარეს მიმაგრებულია მძლავრი მაგნიტები რომელთა საშუალებითაც მატარებელი მაღლა იწევს და არ ირყევა დიდი სიჩქარით მოძრაობისას.

უსწაფესი მატარებელი

შანხაის აეროპორტისა და ქალაქის ცენტრს შორის მოძრავი მაგლევი მატარებელი უდიდეს სიჩქარეს თითქმის 431 კმ/სთ-ს ავითარებს.

დედამიწიდან შორს


ადამიანები მრავალი წელია ტელესკოპებით აკვირდებიან სამყაროს-სწავლობენ პლანეტებსა და ვარსკვლავებს.მაგრამ მეცნიერებმა მხოლოდ 1957 წელს  შეძლეს “სპუტნიკ-1″-ის-პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვება კოსმოსში,ჩვენი პლანეტის ირგვლივ.ოთხი წლის შემდეგ პირველი ადამიანი რომელიც კოსმოსში გავიდა და დედამიწას 108 წუთში  შემოუარა,იყო რუსი კოსმონავტი იური გაგარინი.მას შემდეგ მრავალმა კოსმონავტმა იმოგზაურა კოსმისში; ამერიკელი ასტრონავტები კი მთვარეზე ექვსჯერ დასხდნენ.უპილოტო მექანიზმებმა რომელთაც ავტომატური კვლევითი სადგურები იგივე ზონდები, ეწოდებათ, სხვა პლანეტებამდეც მიაღწიეს და უამრავი ცნობა მოგვაწოდეს მათ შესახებ.
1957 წელი

კოსმოსში პირველი გაშვებული თანამგზავრი “სპუტნიკ -1″.
1957 წელი

კოსმოსში პირველი გაფრინდა ძაღლი “სპუტნიკ-2″-ით.
1961 წელი 

პირველი ადამიანი რომელმაც იმოგზაურა კოსმოსში იყო იური გაგარინი.
1962 წელი 

პირველი ამერიკელი რომელმაც დედამიწას შემოუფრინა იყო ჯონ გლენი.
1962 წელი

ამერიკული კოსმოსური ზონდი “მარინერ-2″ პირველი აპარატი იყო რომელმაც მიაღწია ვენერამდე.
1969 წელი

ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე.
1976 წელი

პირველი კოსმოსური ზონი რომელიც დაჯდა მარსზე იყო “ვიკინგ-1″.
1989 წელი

პირველი კოსმოსური ზონდი რომელიც ნეპტუნს მიუახლოვდა იყო “ვოიაჯერ -2″.
1998 წელი

გაშვებულ იქნა სკს-ის პირველი ნაწილი.